ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა

“პროვოკაციას წამოვეგე” – კახა ოქრიაშვილი შეცდომას აღიარებს

ქართული ოცნების მაჟორიტარის კახა ოქრიაშვილის განცხადებით მას ჟურნალისტმა პროვოკაციული კითხვა დაუსვა რასაც მისი გაღიზიანება მოყვა.

“შეცდომა დავუშვი, არ უნდა მეთქვა“ – განაცხადა ოქრიაშვილმა.

„აღარ მახსოვს რომელი მედიის წარმომადგენელი იყო… როცა ჟურნალისტებთან ვამბობდი, რომ ბევრმა პოლიტიკოსმაც არ იცის პროპორციული სისტემის დადებითი და უარყოფითი მხარე და ამიტომ დისკუსიები უნდა დავიწყოთ, ერთ-ერთმა მკითხა – გინდათ თქვათ, რომ პოლიტიკოსები დებილები არიანო? ჰოდა ამაზე ვუპასუხე, ის რაც ვუპასუხე. პროვოკაციული კითხვა დამისვა… გამოდის, რომ პროვოკაციას წამოვეგე“, – აცხადებს პრაიმტაიმთან ოქრიაშვილი.

ცნობისთვის, კახა ოქრიაშვილმა, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კომენტარისას, ჟურნალისტის კითხვას ასეთი პასუხი გასცა: „დებილები ყველგან არიან, ჟურნალისტიც ბევრი მინახავს.”

 

იტვირთბა....