ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაკის რაიონში – წყნეთში სხვადასხვა მისამართზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. მათ შორის გზის საფარის განახლება გაგრის IV ჩიხის N3-ში ხორციელდება. პროექტის შესაბამისად, ტერიტორიაზე 1700 კვ. მ ფართობის გზა მოწესრიგდება, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 105 187 ლარია გამოყოფილი. ამავე მისამართზე გამგეობის მიერ სანიაღვრე ქსელი მოეწყო.
გარდა ამისა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამით, წყნეთში, გურამიშვილის N11-ში და თამარ მეფის N30-ში მრავალბინიანი სახლების გადახურვის რეაბილიტაცია განხორციელდა. სახურავებთან ერთად გამოიცვალა ასევე, წყალსაწრეტი მილები. გურამიშვილის N11-ში განხორციელებული პროექტების ჯამური ღირებულება 18 773 ლარს შედაგენს, ხოლო თამარ მეფის N30-ში შერულებული სამუშაოების ღირებულება 6 661 ლარია.
ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე შეხვდა.