ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, “ქართული ოცნების” რეიტინგი ნელ-ნელა იკლებს.
“დრამატულად ეცემა და მცირდება ხელისუფლების რეიტინგი. მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი კი არ შექმნა ხელისუფლებამ, ეკონომიკური კრიზისიც, სოციალური. ბუნებრივია, რომ რეიტინგი არ აქვთ. რა პროცენტებიც აქვთ ეგეც ე.წ. სავარძლის პროცენტებია,” – განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, IRI-მ ახალი კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით.