“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ვაშინგტონიდან ეხმაურება, სადაც ის სამუშაო ვიზიტით იმყოფება:
“ივანიშვილმა გააკეთა ის, რაც დაავალეს მოსკოვიდან და რაც შედის მისი დანაშაულებრივი, კრიმინალური კლანის ინტერესებში, ძალაუფლება შენარჩუნების, სიმდიდრის და ბატონობის უკვდავსაყოფად.ეს ჯოხი ტყდება მშვიდობიან მომიტინგეებს, ახალგაზრდობაზე, ჩვენს შვილებზე.
მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს პირადად, არც ერთი ქვეყანა თავშესაფარს არ მოგცემს თუ მოასწარი გაქცევა. ის ცოდვა, რაც შენ გააკეთე, უპატიებელია. საცოდავი და უბედური კაცი ხარ და არ დავუშვებთ, რომ ეს უსასრულოდ გაგრძელდეს ჩვენს ქვეყანაში.
უკვე დამთავრებული ხარ! იყო ასეთი პანამის დიქტატორი მორიელს, ამერიკის მოკავშირე. ამერიკის სპეცსამსახურებმა ის პანამაში ნარკობარონი ვისთვის დააკავა და ამერიკაში გაასამართლეს. ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ ნარკობარონი კი არა, მსოფლიო მასშტაბის კრიმინალია, იარაღის კონტრაბანდის თუ… მისი შეტანილი იარაღით ანგოლაში მილიონი მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა..
ვაზის ქვეყანაში ნარკოტიკების პლანტაციებში გვიშენებდა, რომ არა ჩვენი ხალხის მძაფრი რეაქცია. თავის დროზე მრეწველობის და სოფლის მეურნეობის წამყვანი ქვეყანა ბიტკოინების ქვეყნად აქცია და იმ ბიტკოინების ჩვენთვის წართმეული ფულის ოფშორულ ზონებში გადასარევად იყენებ.
ჩემი მთავარი მოთხოვნა აქ სენატში და კონგრესში არის დაყადაღდეს ამერიკის და დასავლეთის ბანკებში გადმოტანილი ბიძინა ივანიშვილის მილიარსკდები, შემდგომში მათი საქართველოს ბიუჯეტში დაბრუნების პერსპექტივით. პირობას ვაძლევ საქართველოს, რომ ეს აუცილებლად მოხდება! გამაგრდით, არ შედრკეთ, გველეშაპი აუცილებლად დამარცხდება და ეს ძალიან მალე მოხდება”, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.