“რა ჩაიდინა დღეს ივანიშვილმა? ხვალ ხომ ისევ შევიკრიბებით, ხვალ ხომ ისევ გაგრძნობინებთ, რომ თქვენი ადგილი არ არის აქ. კიდევ უფრო ღრმად შეხვედით კრიზისში. ივანიშვილმა მიაღწია იმას, რომ თალაკვაძე ბრეჟნევივით ატარებს ბიუროს სხდომას”
გიგი უგულავა, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
შეგახსენებთ, დღეს სპეცდანიშნულების რაზმმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლა და კარვები აიღო. პარლამენტში ჩატარდა ბიუროს სხდომა, რომელსაც მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამ დროისთვის პარლამენტის წინ კვლავ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.