თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოში შესასვლელ ერთ-ერთ კარს ცოტა ხნის წინ ბოქლომი დაადეს. ისინი აცხადებენ, რომ ბიუროს წევრებს შენობაში არ შეუშვებენ.
გარდა ამისა, აქციის მონაწილეებს პარლამენტის ყველა შესასვლელთან კარვები აქვთ გაშლილი.
ამ დროისთვის პარლამენტის ოთხივე შესასვლელი ბლოკირებულია.