„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ გეგმები რჩება უცვლელი, ეს არის პარლამენტის შენობის პიკეტირების გაგრძელება, სანამ არ შესრულდება მოთხოვნები, რომელთა შესახებ გუშინ აქციაზე გაკეთდა განცხადებები
დეპუტატმა მოთხოვნებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„ეს არის მთავრობის გადადგომა, ვადამდელი პროპორციული არჩევნები, ამ არჩევნების ჩატარება არა თვალთხარია გახარიას მთავრობის მიერ, არამედ დროებითი მთავრობის და სანდო საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლება. სანამ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, ჩვენ გავაგრძელებთ პარლამენტის პიკეტირებას და ივანიშვილის მონებს არ მივცემთ საშუალებას, დაღუპოს ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ამასთან, „ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის წარმომადგენლები და უმრავლესობის წევრები შეიკრიბნენ..
შეგახსენებთ, რომ პროპორციული საარცევნო სისტეიმის ჩავარდნის შემდეგ, პარლამენტის წინ აქციები იმართება.