ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დეპუტატი გია ჟორჟოლიანი პარლამენტში არ შეუშვეს

აქციის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტში დეპუტატი გია ჟორჟოლიანი არ შეუშვეს.

ის ტერიტორიიდან შეძახილებითა და სასტვენებით გააცილეს.

გია ჟორჟოლიანი უკვე მესამე დეპუტატია, რომელიც დღეს დილიდან პარლამენტში მივიდა, თუმცა შესვლა ვერ მოახერხა. მანამდე აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალება დეპუტატებს – რევაზ არველაძესა და მერაბ ქვარაიას არ მისცეს.

ამასთან, „ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის წარმომადგენლები და უმრავლესობის წევრები შეიკრიბნენ.

შეგახსენებთ, რომ პროპორციული საარცევნო სისტეიმის ჩავარდნის შემდეგ, პარლამენტის წინ აქციები იმართება.

იტვირთბა....