aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მონა, ბიძინას გოშია“ – ზუგდიდის მაჟორიტარმა პარლამენტი პოლიციის დახმარებით დატოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას პარლამენტთან გამოჩენას ხმაური მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა დეპუტატს, რომელმაც კოლეგების ნაწილის მსგავსად, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, „მონა“, „ბიძინას გოშია“ და „ვირთხა“ ეძახეს.

ქვარაიას პარლამენტში შესვლა სურდა, თუმცა ის საკანონმდებლო ორგანოში აქციის მონაწილეებმა არ შეუშვეს.

სიტყვიერი დაპირისპირების გარდა, ადგილი ჰქონდა დეპუტატის მისამართით გარკვეულ შეხლა-შემოხლასაც, რის გამოც პროცესში პოლიცია ჩაერია. საბოლოოდ, ქვარაიამ პარლამენტის ტერიტორია სწორედ სამართალდამცავების დახმარებით დატოვა.

„მე არ დაგეთანხმებით, რომ არცერთი დაპირება არ შევასრულეთ. ყველაზე მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ახლა კონსტრუქციულ რეჟიმში ვიპოვოთ გამოსავალი, საქართველოს წავიდეს წინ და განვითარდეს და საქართველომ გადადგას სწორი ნაბიჯები ქვეყნისთვის და არა რომელიმე პარტიისთვის,“ – განაცხადა ქვარაიამ.

ამასთან, „ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის წარმომადგენლები და უმრავლესობის წევრები იკრიბებიან.

შეგახსენებთ, რომ პროპორციული საარცევნო სისტეიმის ჩავარდნის შემდეგ, პარლამენტის წინ აქციები იმართება.

იტვირთბა....