საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრს, დეპუტატ რევაზ არველაძეს პარლამენტის შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.
რევაზ არველაძე ამ დროისთვის ტერიტორიას უკვე ტოვებს. მას აქციის მონაწილეები „მონას“ უწოდებენ და სასტვენებით აცილებენ.
„როცა იქნება პარლამენტში შესვლის საშუალება, რა თქმა უნდა, მივალ. თუ არ მომეცემა პარლამენტში შესვლის საშუალება, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გახლავართ, წავალ და წავიკითხავ ლექციებს“ – განაცხადა რევაზ არველაძემ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ.
ამასთან, „ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის წარმომადგენლები და უმრავლესობის წევრები იკრიბებიან.
შეგახსენებთ, რომ პროპორციული საარცევნო სისტეიმის ჩავარდნის შემდეგ, პარლამენტის წინ აქციები იმართება.