ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ამ შენობაში ეშმაკი ბუდობს” – პარლამენტში შესასვლელ ჭიშკრებს ბოქლომები დაადეს

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტში შესასვლელ ჭიშკრებს ბოქლომები დაადეს.

პარტიის წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ “შენობაში ეშმაკი ბუდობს”.

„ეს გასაღები გადაეცემა ხალხს, ნიშნად იმისა, რომ დაილუქა ხალხის მიერ შენობა, სადაც  საუკუნის მზაკვრობა და ღალატი იკადრა ივანიშვილმა. ტყულად ჰგონიათ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რომ აქ მშვიდად ივლიან და მერე მურუსიძეს და ვიღაც ვიგინდარა,  უდიპლომო პროკურორს დანიშნავენ უზენაესი სასმართლოს თავმჯდომარედ. ასე არ მოხდება… ამ შენობაში ეშმაკი ბუდობს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის წინ ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

იტვირთბა....