თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის პარალელურად, რესპუბლიკის მოედანზე “პატრიოტთა ალიანსიის” მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დაიწყო. როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით ოპერის თეატრთან გადაინაცვლებენ. ასევე ცნობილია, რომ “პატრიოტთა ალინსს” “ქართული მარში” უერთდება.
რაც შეეხება პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას – საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ აქცია სრულიად ოპოციური პარტიების ლიდერებმა დააორგანიზეს.
პარალელურად მიმდინარე აქციებზე შეკრებილი მოქალაქეების მთავარი მოთხოვნა პროპორციული არჩევნების ჩატარებაა.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდო.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ე.წ. გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ გააკეთა.