ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ერთად ერთის წინააღმდეგ” – რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისში, დედაქალაქის მთავარ გამზირზე გაერთიანებული ოპოზიცია, ლოზუნგით – “ერთად ერთის წინააღმდეგ” საპროტესტო აქციას მართავს. პარლამენტის შენობამდე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები მსვლელობით მივიდნენ.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილების მთავარი მოთხოვნა პროპორციული სისტემით რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ე.წ. გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ გააკეთა.

 

 

იტვირთბა....