“ბიძინა ივანიშვილს ეშინია ხალხის. რაც შეეხება პარლამენტის ყაზარმად გადაქცევას, მივესალმები იმიტომ, რომ დღეიდან პარლამენტი თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს და არ შეასრულებს. ამის პირობას ვდებთ იმიტომ, რომ პარლამენტმა ჩაიდინა ქვეყნის ღალატი. ღალატი არ ეპატიებათ მათ”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
“მთავარი არხი”
საკანონმდებლო ორგანოსთან დღეს გაერთიანებული ოპოზიცია მასშტაბურ საპროტესტო აქციას გამართავს . პარალელურად, რესპუბლიკის მოედანზე “პატრიოტთა ალიანსის” აქციაც არის დაგეგმილი.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, პარლამენტის შენობაში საპოლიციო ძალების უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული.
შეგახსენებთ, რომ სრულიად ოპოზიციური სპექტრი პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებას აპროტესტებს.