ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მთავრობა ჯარს გამოიყვანს? ბოლომდე შევასკდებით” – ხოშტარია

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე საპროტეტო აქციაზე განუცხადა, რომ მმართვეკლ გუნდ ბოლომდე შეებრძოლებიან.

ელენე ხოშტარიას თქმით, ის სამართალდამცველებმა გაიყვანეს იმ ადგილიდან, სადაც აქციის მონაწილეები ამ წუთებში პროტესტს გამოხატავენ.

„ხაზგასმით მინდა ვთქვა, არანაირი პრეტენზია არ მაქვს ცალკეული პოლიცილების მიმართ, იმიტომ, რომ დღეს მათ არჩევანი არ აქვთ. „ქართული ოცნება“ აიძულებს, რომ მათ ემსახუროს და არა ქვეყანას. „ქართულ ოცნებას“ მაქსიმალურად შევუქმნით დისკომფორტს.ჯარს გამოიყვანენ?! ბოლომდე შევასკდებით. ქვეყანას სჭირდება, რომ ეს ხალხი წავიდეს, სადამდეც შევძლებ, ბოლომდე ვიჭიდავებ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღეს, “ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წარმომადგენლების პროტესტი გრძელდება. შენობის ორივე შესასვლელთან იმყოფებიან აქციის მონაწილეები. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

იტვირთბა....