მთავარი ციტატა

“ყველაზე მეტად ივანიშვილის ჩვენი ერთობის ეშინია”

“ყველაზე მეტად ივანიშვილის ჩვენი ერთობის ეშინია და იმის, რომ დღეს ვდგავართ ერთად. ამ პრინციპულობით მოვიპოვებით ჩვენ გამარჯვებას. გვაქვს სამი მოთხოვნა – ვადამდელი არჩევნები, პროპორციული სისტემით და დროებითი სამოქალაქო ერთობის მთავრობა”

თინა ბოკუჩავა, “ევროპული საქართველოს” წევრი

შეგახსენებთ, ამ წუთებში პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. 

ცოტა ხნის წინ დასრულდა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიათა ლიდერების შეხვედრა.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო ტალღისთვის ემზადებიან, რომ არ მოხდეს შერეული საარჩევნო სისტემის დატოვება.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, მოხდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივაზე ხელმოწერა. თუმცა დღეს გარკვეული დეპუტატები ისევ შერეულ სისტემაზე დარჩენას მოითხოვენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი შიოლაშვილი და რამდენიმე მათი თანამოაზრე უმრავლესობიდან, ივანიშვილს შეხვდნენ, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები იქნა განხილული. მათი თქმით, კონსესუსი ვერ შედგა.

თავის მხრივ ივანიშვილი აცხადებდა, რომ დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც დღეს, ამ ახალი ინიციატივის ერთ-ერთი ავტორია, მისი ფავორიტი მებრძოლია.

კანონპროექტი ჩავარდა, შესაბამისად 2020 წელს პროპორციული სიტემით არჩევნები აღარ ჩატარდება. 

 

იტვირთბა....