საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა მარიამ ჯაშმა „ქართული ოცნება“ დატოვა. შესაბამისი განცხადება ჯაშმა რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტში გააკეთა.
“მე ვტოვებ უმრავლესობას და ვტოვებ განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. პირადად მე მხარი დავუჭირე პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ჩვენ ის პირობა, რომელიც მივეცით საზოგადოებას და საერთაშორისო საზოგადოებას, იყო პრინციპული, რომ გაგვეტანა აღნიშნული გადაწყვეტილება,” – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, დღევანდელ კენჭისყრაზე, სადაც პროპორციული სისტემით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი ჩავარდა, როგორც ოპოზიციაში ასევე უმრავლესობაში პროტესტი გამოიწვია. უმრავლესობა რამოდენიმე დეპუტატმა დატოვა.