ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

მე ვთვლი რომ “ეს არ არის პარტიული დისციპლინა, ეს უკვე გადადის დიქტატურაში” – კახაბერ ოქრიაშვილი

“გუშინ ბიძინა ივანიშვილს თურმე ქონია შეხვედრა 21 მაჟორიტართან, იქიდან რამდენიმე კაცი გადაიყვანა თავის აზრზე, როგორც თქვა თვითონ, აიძულა რომ მხარი დაუჭიროს ამ კანონპროექტს. მე ვთვლი რომ ეს არ არის პარტიული დისციპლინა, ეს უკვე გადადის დიქტატურაში, იბარებ დეპუტატს და ეუბნები უნდა მისცე ხმა.”

კახაბერ ოქრიაშვილი  – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, მოხდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივაზე ხელმოწერა. თუმცა დღეს გარკვეული დეპუტატები ისევ შერეულ სისტემაზე დარჩენას მოითხოვენ. 

აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი შიოლაშვილი და რამდენიმე მათი თანამოაზრე უმრავლესობიდან, ივანიშვილს შეხვდნენ, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები იქნა განხილული. მათი თქმით, კონსესუსი ვერ შედგა.

თავის მხრივ ივანიშვილი აცხადებდა, რომ დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც დღეს, ამ ახალი ინიციატივის ერთ-ერთი ავტორია, მისი ფავორიტი მებრძოლია.

იტვირთბა....