„არ მეგულება არც ერთი ადამიანი, რომელიც ხელისუფლების გარეშე, მომავალში შეძლებს არჩევნების მოგებას. ისინი პირდაპირ არიან დამოკიდებული ხელისუფლებაზე. ამიტომ მათი ბუნტი ან არის ინსპირირებული ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომ მან თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა ჩავარდნის შემთხვევაში და თქვას, რომ ის უჭერდა მხარს, მაგრამ მაჟორიტარებს ვერაფერი მოუხერხა. ამიტომ ყველაფერი ცოტა ხნის შემდეგ გამოჩნდება. ბიძინა ივანიშვილი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას ამ დაპირების ჩავარდნის შემთხვევაში. თუმცა ივანიშვილის ბევრი დაპირება არ შესრულებულა და ჩვენ სამწუხაროდ, შეიძლება დღესაც დავდგეთ იგივე ფაქტის წინაშე“
აკაკი ბობოხიძე – “ევროპული საქართველოს” წევრი
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა 20-21 ივნისის აქციების შემდეგ პირობა დადო, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა.