ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

N117 ბაგა-ბაღის ეზოში 160 ძირი მარადმწვანე ნერგი დაირგო

თბილისის N117 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოში გამწვანების აქცია გაიმართა. მიმდებარე ტერიტორიაზე ლეილანდის კუპრესო ციპარისის 160 ნერგი დაირგო.

გამწვანების ღონისძიებას აღსაზრდელებთან ერთად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე შეუერთდნენ.

N117 ბაგა-ბაღი შარტავას ქუჩაზე, გზის პირას მდებარეობს, სადაც საავტომობილო მოძრაობა განსაკუთრებით ინტენსიურია. შესაბამისად, ბაღების სააგენტომ დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის სამსახურთან კონსულტაციის შედეგად, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ერთგვარი „მწვანე კედლის“ მოწყობა დაგეგმა.

„თბილისის 117-ე ბაგა-ბაღთან საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაა, რადგანაც შენობა გზის პირას – განსაკუთრებული ინტენსივობის მოძრაობის მქონე ქუჩაზე მდებარეობს. გამომდინარე იქიდან, რომ ლანდშაფტი სხვა საშუალებას არ გვაძლევს, გადავწყვიტეთ, მარადმწვანე ნერგები დაგვერგო, რომელიც რამდენიმე წელიწადში ქუჩასა და ბაღის ტერიტორიას შორის ერთგვარ გამყოფ ხაზს წარმოქმნის, რაც არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

იტვირთბა....