თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. მოკლული “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, ემზარ კვიციანის ოჯახის ახლობელია. საყურადღებოა, რომ დაკარგულია ბექა კვიციანი, დეპუტატის ძმისშვილი. ინფორმაციას ადასტურებს ემზარ კვიციანი.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის ზღვაზე, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.