ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ორი მამაკაცი დააკავეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროსთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ორი მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა გუშინ, 11 ნოემბერს მოხდა.

როგორც “მეტრონომს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ორივე პირი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.

“ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი”, – აცხადებენ სუს-ში.

 

იტვირთბა....