ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედიატური გაიმართა

„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედიატური გაიმართა. ტურში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა. მედიატური ოთხივე სეზონზე საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობას და დაცული ტერიტორიების სააგენტოს და „ვისოლ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტის #იმოგზაურევისოლთანერთად ახალი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი სოციალური მედიაგათამაშების ანონსირებას ისახავდა მიზნად.

დაცული ტერიტორიების სააგენტო და „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით უკვე რამდენიმე თვეა, თანამშრომლობენ. პროექტის ფარგლებში უკვე მომზადდა 16 ვიდეობლოგი საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული დაცული ტერიტორიების შესახებ. ბლოგებს სოციალურ ქსელში 2 მლნ-ზე მეტი ნახვა აქვს. ბლოგის წამყვანები საზოგადოებას აცნობენ როგორც პოპულარულ მარშრუტებს, ისე სამთო-საფეხმავლო ბილიკებს და ეხმარებიან მათ ახალი მიმართულებების აღმოჩენაში. მაყურებლები ამომწურავ ინფორმაციას იღებენ უსაფრთხო მოგზაურობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

მედიატურის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში პრომეთეს მღვიმესა და კოლხეთის ეროვნულ პარკს სტუმრობდნენ. ტურის მონაწილეებს ზუგდიდში, ახლად გახსნილმა ბუტიკ-სასტუმრო „ლეთომ“ უმასპინძლა, რომლის ძირითადი ღირებულება ხალხია და თავადაც ხელს უწყობს სტუმარმასპინძლობის განვითარებას რეგიონში. „ლეთოში“ გამართულ გალა ვახშამზე ტურის მონაწილეებისთვის გათამაშებაც გაიმართა, სადაც გამარჯვებულს დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობისთვის „ვისოლის“ საწვავი, „ლეთოს“ სასტუმროს ნომრის ჯავშანი და დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ერთწლიანი აბონემენტი გადაეცა. იგივე პრიზები ელით #იმოგზაურევისოლთანერთად პროექტის ახალი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი ორთვიანი სოციალური მედიაგათამაშების გამარჯვებულებსაც, მედიატურის მონაწილეთა კომფორტულ მგზავრობაზე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების კომპლექსებმა გორსა და არგვეთაში იზრუნეს და „სმარტთან“ და „ვენდისთან“ ერთად მოგზაურობის სრული სიამოვნება შეუქმნეს.

პრომეთეს მღვიმე საქართველოს დაცული ტერიტორიების გამორჩეული ბუნების ძეგლია. ის დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქართველ, ისე უცხოელ ვიზიტორებში. მღვიმეში 2019 წელს სრულად შეიცვალა განათების სისტემა და ტურისტებს ახლა სრულიად განსხვავებულ გარემოში შეუძლიათ მღვიმის დათვალიერება. პრომეთეს მღვიმის ბოლო დარბაზში იმართება ლაზერშოუც. რაც შეეხება კოლხეთის ეროვნულ პარკს, მედიატურის მონაწილეებმა პანტონით გაისეირნეს პალიასტომის ტბის ფიჩორის მონაკვეთზე და მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე დაათვალიერეს. კოლხეთის ეროვნული პარკი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. ტერიტორია წელს საქართველოში პირველად, იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის საიტის სტატუსის მოსაპოვებლად წარადგინეს.

იტვირთბა....