მთავარი ციტატა

“სასწრაფოდ მჭირდებოდა თანხა, მივედი პატრიარქს ვთხოვე…” – მეუფე იოანე

„ჩემს ცხოვრებაში იყო პრობლემა, მაშინ სტიქარში ვიყავი, არც ვიყავი ხელდასმული, ოჯახური პრობლემა მქონდა და სასწრაფოდ მჭირდებოდა თანხა, რომელიც არ მქონდა. მივედი პატრიარქს ვთხოვე, რომ ხვალ ან ზეგ ეს თანხა უნდა მივიტანო და არა მაქვს, დამეხმარეთ-მეთქი. ხელფასი მქონდა საპატრიარქოში, იქიდან დამიკავეთ და დავაბრუნებ თქო. პატრიარქი არც დაფიქრებულა, დაუძახა მოლარეს და უთხრა, თანხა მოიტანეო. მაშინ ეს დიდი ფული იყო. რომ გადმომცა, ვუთხარი, უწმინდესო, მე დავაბრუნებ ამ ფულს და მან მითხრა, შენთან რომ გაჭირვებული მოვა და დაეხმარები, მაშინ დაიწყებ ამ ვალის გადახდასო. ეს ვალი მე დღემდე მომყვება. ეს იყო გაკვეთილი ჩემთვის, რომელიც პატრიარქმა ჩამიტარა”

მეუფე იოანე გამრეკელი 

მეუფე იოანემ აღნიშნული ისტორია რუსთავის ვახტანგ გორგასლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას გაიხსენა.

იტვირთბა....