ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დედის უკანასკნელი წერილი, რომელიც 2 ბავშვთან ერთად მე-9 სართულიდან გადმოხტა

საშინელი ტრაგედია დატრიალდა მოსკოვში, რასაც სოციალურ ქსელში და ადგილობრივ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 36 წლის ქალბატონი ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მე-9 სართულიდან გადმოხტა და წერილი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

როგორც ირკვევა, გადმოხტომამდე, ქალბატონმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა ბავშვის ცუდად ყოფნის მიზეზით და რამდენიმე წუთში საკუთარ შვილებთან ერთად გადმოხტა მე-9 სართულიდან.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წერილში ქალბატონი ითხოვს, რომ ციხეში არ ჩასვან თავისი მეუღლე და მის სიკვდილში მხოლოდ საკუთარ თავს ადანაშაულებს.

ინციდენტის შედეგად ქალბატონი და მისი ერთი ბავშვი ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო მეორე ბავშვი – კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში დააწვინეს.

შემთხვევის ადგილზე მივიდა სუიციდის მსხვერპლის მეუღლეც, რომელიც სიტუაციაში გარკვევის შემდეგ ცუდად გახდა და ისიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღიძრა და მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

იტვირთბა....