მთავარი ციტატა

„ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან, ვასაძე ყოველთვის მისი პარტნიორი იყო”

„ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან, ვასაძე ყოველთვის მისი პარტნიორი იყო. ივანიშვილმა ვასაძის მსოფლმხედველობა ყოველთვის იცოდა და არასდროს არ იყო მისთვის ეს უცხო. მეტიც, ვასაძეს, ვასაძის კომპანიებს სხვადასხვა დროს 600 ათასამდე სახელმწიფო დახმარება აქვს მიღებული. ივანიშვილმა ვასაძე დემოგრაფიული განვითარების საზოგადოების თავმჯდომარედაც დანიშნა თავის დროზე. იმას, რასაც ვასაძე აკეთებს, პირდაპირ პუტინისტური რუსეთის დავალებაა. ივანიშვილს სჭირდება ასეთი არაპოპულარული მოლაპარაკეები, რათა ქართულ პოლიტიკაში რუსული ნარატივი ნელ-ნელა დამკვიდრდეს“

გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ლიდერი

შეგახსენებთ, ლევან ვასაძემ გუშინ განაცხადა, რომ მასსა და პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს შორის შეხვედრა შედგა.

ვასაძის აზრით, “ბიძინა ივაინიშვილს არ აქვს უფლება, იყოს ქვეყნის მმართველი”. ბიზნესმენი საჭიროდ მიიჩნევს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.

 

იტვირთბა....