“ქვეყანაში აგრესიული კონფორმიზმი ზეიმობს…
პრობლემებია ხელისუფლებაში? საკუთარი უმოქმედობა გადაფარე სისხლიანი 9 წლით… პრობლემებია საპატრიარქოში? გადაფარე ფილმით…გადაფარე, სინდისი მიაძინე და შენც ტკბილად დაგეძინება…”
გია ხუხაშვილი – პოლიტოლოგი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, გუშინ, 8 ნოემბერს „ქართული მარშის“ წევრებმა და ლევან ვასაძის თანამოაზრეებმა კინოათეატრებთან ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება გააპროტესტეს. შსს-ს ინფორმაციით, სულ 28 პირია დააკავებული. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი.