ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კოლეგებს მივმართავ, კენჭისყრისთვის კონსოლიდირება მოვახდინოთ” – ბესელია

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით  ჟურნალისტებთან განაცხადება გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, უმძიმესი სურათი იყო, რის გამოც უნდობლობა უნდა გამოუცხადონ 20- კაციან სიას.

„სურათი ასეთია, რომ მოსამართლეთა დიდი ნაწილი, 20-დან 15 მოქმედი მოსამართლე, რომელიც სამოსამართლეო საქმიანობას ახორციელებდა, ვერ უძლებს კრიტიკას და ვერანაირ სტანდარტს კომპეტენციის და კეთილსინდისიერების კუთხით. ერთი-ორი იშვიათი გამონაკლისის გარდა კომპეტენციის ნაწილშიც არის უმძიმესი სურათი. ამ პროცესმა აჩვენა რომ შერჩეულია იუსტიციის საბჭოს მიერ არა საუკეთესო კანდიდატები, არამედ მათი უმრავლესობა წარმოადგენს მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფთან, კლანთან დაახლოებულ პირებს. მინდა მივმართო ყველა ჩემ კოლეგას პარლამენტში, კარგად გაიაზრონ ქვეყნის და მომავლის წინაშე მათი ხმა რას მოემსახურება – ქვეყნის მომავალს თუ უბედურებას და დაბრუნებას იმ უბედურ წარსულში. ამიტომ ეს არის უმძიმესი და ურთულესი არჩევანი, რომელიც მალე უნდა გააკეთოს ყველამ“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, დღეიდან იწყებს კონსულტაციებს ყველასთან და არ აპირებს მშვიდად დაელოდოს კენჭისყრის დღეს.

“ვინც მზადაა იყოს პრინციპული და არ დაუჭიროს მხარი უზენაესი სასამართლოს ოკუპაციას, ყველასთან ვისაუბრებთ, რომ კონსოლიდირება მოვახდინოთ კენჭისყრის დღისთვის, რათა იგრძნოს პარლამენტის უმრავლესობამ საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი განწყობა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

იტვირთბა....