ახალი ამბები მთავარი სამართალი

საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტზე, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააჯარიმეს

ფოთში გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

“თურქეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, ფოთის ნავსადგურის ნავმისადგომთან, ზღვა სამეურნეო-ფეკალური წლებით დააბინძურა. გემის კაპიტანს ფოთის საქალაქო სასამართლომ, 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დააკისრა, რასაც დაემატა 5306,40 ლარის ოდენობით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა.

გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს”, – აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.

 

იტვირთბა....