ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-მ მამა გიორგი სხილაძის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მამა გიორგი სხილაძის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც “მეტრონომს” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ მამა გიორგი სხილაძემ მას შემდეგ, რაც წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე შიოშვილი “სოდომურ ცოდვაში” დაადანაშაულა, განაცხადა, რომ მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

სასულიერო პირმა საქართველო რამდენიმე დღის წინ დატოვა.

იტვირთბა....