მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებმა განაცხადეს, რომ კინოთეატრების წინ, სადაც ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა გაიმართება, ჯვრებით და ხატებით დადგებიან.
„ამითი ვამხელთ არა მხოლოდ მათ, ვინც ორგანიზება გაუწიეს ამ ფილმის ჩვენებას, არამედ იმათაც, ვინც დაიცავს, როგორც თავად ამბობენ, მათი გამოხატვის თავისუფლებას”, – ამბობს დავით ისაკაძე.
მას შენიშვნები აქვს ასევე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის განცხადებასთან დაკავშირებითაც:
„მე ვნახე ინტერვიუ საპარტულო პოლიციის უფროსთან, რომელიც რიხიანად ამბობს, რომ დაიცავდა გამოხატვის თავისუფლებას. რისი გამოხატვის თავისუფლებას იცავ ადამიანო?! გარყვნილების?!… ჯობია იმ თანამდებობაზე უარი თქვა და წახვიდე, ვიდრე ისინი დაიცვა, ვინც შენს ერსა და შვილებს რყვნიან”, – ამბობს დავით ისაკაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს დაქართველოს რამოდენიმე კინოთეატრში, ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა იმართება, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხირან პროტესტი მოყვა.
“მეტრონომი” ემიჯნება ჰომოფობიურ განცხადებებს.