პარიზის „ემიგრაციული ეკლესიის” მოძღვარი მამა გიორგი სხილაძე ქაშუეთის ტაძრის მოქმედ მღვდელს პედოფილიაში ადანაშაულებს.
“მღვდელმა ტაძარში, იმ გოგოს, რომელიც იქ იყო მისული, ისეთი მოქმედება ჩაუტარა, მოსაყოლადაც სამარცხვინოა. მზად ვარ, თუნდაც თავი შევაკლა ამ საკითხს. პედოფილი მღვდელი, რომელიც დღესაც კი ქაშუეთის ტაძარში მოღვაწეობს, სახელს არ დავასახელებ, რადგან მომთხოვენ, რომ დავამტკიცო და ჯერ უნდა დავითანხმო ეს ადამიანი”, – აცხადებს სასულიერო პირი.
მისი თქმით, არიან მღვდლები, რომლებიც ნარკოტიკებით ვაჭრობენ და თვითონ მომხმარებლები არიან.
“რა თქმა უნდა ყველა არა, მაგრამ… სარწმუნო წყაროებიდან ვიცი, 80 სასულიერო პირზე კრიმინალური დოსიე დაიდო საპატრიარქოში, რომ აი, მიხედეთ ამ ხალხს, მაგრამ რომელი მათგანი გაგიგიათ, რომ განკვეთა პატრიარქმა?! სინოდში ერთმანეთის ცოდვებს ხელს აფარებენ, ერს კიდე ატყუებენ, რომ აი, მოინანია და აპატია. ახლა თუ უღმერთო ხელისუფების შეკვეთებს შეასრულებ და ეკლესიაში პედოფილებს და მამათმავლებს შემოიყვან, მაშინ ეს რაღა პატრიარქობაა. ყველა იქნება პატრიარქი, პატრიარქი ფიტული კი არაა”, – უთხრა მამა გიორგი სხილაძემ “ფორმულას”.
შეგახსენებთ, რომ მამა გიორგი სხილაძემ წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე შიოშვილი “სოდომურ ცოდვაში” დაადანაშაულა.