მთავარი ციტატა

“ფაქტია, რომ პრესაში კალაძის ეს წერილი ვიღაცამ შექმნა” – თეიმურაზ კუპატაძე

“ამ წერილის ნამდვილობა-არნამდვილობაზე ვერაფერს გეტყვით. ფაქტია, რომ ეს წერილი ვიღაცამ შექმნა. ეს წერილი “ტაბულაში” საიდან მოხვდა და საიდან ამოიღეს,ამას ვერ გეტყვით. ესეც, ალბათ, მოგონილია”

თეიმურაზ კუპატაძე – სასულიერო სემინარიის ყოფილი სტუდენტის, კახა კალაძის წარმომადგენელი

“ტვ. პირველი”

შეგახსენებთ, რომ მამა გიორგი სხილაძემ წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე შიოშვილი “სოდომურ ცოდვაში” დაადანაშაულა. 

მისი თქმით, ზოსიმე შიოშვილი, რომელიც მაშინ სასულიერო სემინარია-აკადემიის რექტორი იყო სტუდენტ კახა კალაძეს “სოდომურად თავს დაესხა”.

მამა გიორგი სხილაძის განცხადების შემდეგ, “ტაბულამ” გამოაქვეყნა წერილი, რომელიც მათი მტკიცებით, სტუდენტ კახა კალაძეს ეკუთვნოდა და რომელშიც კალაძე დეტალურად იხსენებს მეუფე ზოსიმესთან მომხდარ შემთხვევას.

იტვირთბა....