გენერალური პროკურატურა 20 ივნისის აქციის დაშლისას დაშავებული მაკო გომურის განცხადებას პასუხობს.
„20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით ხორციელდება სხვადასხვა, სტანდარტული პროცედურები.
აქციის მონაწილეთა დაზარალებულად ცნობისთვის მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სამედიცინო ექსპერტიზის მიერ ცალკეული პირების მიმართ მოთხოვნილი მონაცემების მოსაპოვებლად გამოძიებამ, აქციის მონაწილებს დაუსვა სტანდარტული კითხვები, რასაც მოიცავს კანონის მიხედვით განსაზღვრული პროცედურა.
20-21 ივნისის აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ, სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოება დამატებით იქნება ინფორმირებული“, – აცხადებენ პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გენერალურმა პროკურატურამ 67 სამართალდამცველი და აქციის მხოლოდ 4 მონაწილე სცნო დაზარალებულად. დაზარალებულთა შორის არ არის მაკო გომური, რომელმაც ე.წ. გავრილოვის ღამეს თვალი დაკარგა. როგორც გომურმა სოციალურ ქსელში დაწერა, მას დაუკავშირდნენ პროკურატურაში დაკითხეს: თვალი რომელიც დაკაგა ქონდა თუ არა ჯანსაღი.