“ჩვენი ხედვით, ეს არის ორკესტრირებული შეტევა ეკლესიაზე. მე ვფიქრობ, რომ კიდევ მოვისმენთ მრავალ ბრალდებას. თითოეული მათგანი იქნება დაუსაბუთებელი. არაფერზე არ ლაპარაკობს ის წერილი, რომელიც გამოქვეყნდა. არანაირი საფუძველი არ გვაქვს, დავიჯეროთ იმ დეტალური აღწერის, რომელიც იქ არის. ეს არის მომზადებული შეტევა საპატრიარქოზე, ეკლესიაზე, წმინდა სინოდზე. საბუთს იმის, რომ ეს არის რეალობა, ვერც ერთი ვერ წარმოადგენს მიუხედავად იმისა, რომ ერთი და ორი არ იქნება ასეთი ბრალდება. ეს ეკლესიისთვის პირველი არ არის. დროდადრო ხდება ხოლმე ასეთი რაღაცები ეკლესიის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი დასრულდება ისევ სიმართლის გამომზეურებით… ეს ყველაფერი სპეკულაციებია”
ანდრია ჯაღმაიძე – საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი
“ტვ პირველი” – “დიანა ტრაპაიძის დღის ამბები”
შეგახსენებთ, რომ მამა გიორგი სხილაძემ წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი მეუფე ზოსიმე შიოშვილი “სოდომურ ცოდვაში” დაადანაშაულა.
აღსანიშნავია ასევე, რომ მედიაში გუშინ გავრცელდა წერილი, რომელიც სასულიერო სემინარიის სტუდენტმა მარგვეთის მაშინდელ ეპისკოპოს ქრისტეფორეს მიწერა და რომელშიც თავად სტუდენტი წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმე შიოშვილს “სოდომურ ცოდვაში” ამხელს.