საერთაშორისო მედიის ინფრომაციით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „ვიკიპედიის“ უფრო „სანდო“ ვერსიის შექმნის ინიციატივით გამოდის.
უცხოური მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა კრემლში გამართულ შეხვედრაზე რუსული ენის მომავალზეც ისაუბრა.
„რაც შეეხება „ვიკიპედიას“… უმჯობესია, ის ჩავანაცვლოთ ახალი დიდი რუსული ენციკლოპედიის ელექტრონული ფორმით…ეს იქნება სანდო ინფორმაცია, წარმოდგენილი კარგი, თანამედროვე გზით”, – განაცხადა პუტინმა.
სექტემბერში გამოქვეყნებული მასალების თანახმად, რუსეთის მთავრობა დაახლოებით 1,7 მილიარდი რუბლის დახარჯვას გეგმავს, რათა უახლოეს წლებში „ვიკიპედიის“ მსგავსი რუსული ონლაინ ენციკლოპედია შექმნას.
ცნობისთვის, რუსეთი ასევე აპირებს შექმნას დამოუკიდებელი რუსული დომენის სისტემა 2021 წლისთვის.