ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეკლესიაზე, შეტევები ვიხილეთ, მაგრამ საზოგადოებამ დაამტკიცა, რომ მსგავ მანიპულაციასთან გამკლავება შეუძლია” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე (GDSC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სტაბილურობის მისამართით სამხედრო ხასიათის გამოწვევები არ უნდა არსებობდეს.

პრეზიდენტის შეფასებით, ბოლო დროს საქართველოს ეკლესიასა და მის ლიდერზე დესტრუქციული ხასიათის შეტევები ხორციელდებოდა, თუმცა საზოგადოების კონსოლიდირებულმა რეაქციამ აჩვენა შესაძლებლობები მსგავსი მანიპულაციების წინააღმდეგ.

„ჩვენ ვიხილეთ ბოლო დროს ფეიკური ახალი ამბები, როგორ ემუქრება ჩვენი საზოგადოების საფუძველს. ეს იყო დესტრუქციული შეტევები საქართველოს ეკლესიასა და მის ლიდერზე. საბედნიეროდ, საზოგადოების კონსოლიდირებულმა რეაქციამ, როდესაც ასეთი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით, დაამტკიცა მოწიფულობა და შესაძლებლობები მსგავს მანიპულაციებთან გასამკლავებლად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების (GDSC) რიგით მე-13 კონფერენცია ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ მიმდინარეობს.

იტვირთბა....