ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მოძალადე, რომელზეც სოფიო კილაძემ ისაუბრა, თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია

დეპუტატ სოფო კილაძის მეუღლე, რომელმაც მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა, თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი ავთანდილ ხარაძეა. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

თავად დეპუტატი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და ყველას მოუწოდებს, ამ თემაზე აღარ ისაუბრონ.

“ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც გავაკეთე ის კომენტარი, რომელიც გავაკეთე, იყო ერთი ადამიანის მიერ გაკეთებული ძალიან უღირსი პოსტი, სადაც პირდაპირ სიცრუე გავრცელდა. რომ არ მოჰყოლოდა ამას ცალკე სპეკულაციები, ამ სპეკულაციების დასასრულებლად გავაკეთე კომენტარი, რომელიც გავაკეთე. უმორჩილესად გთხოვთ, ჩემი ახლობელი ადამიანების ემოციური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დავასრულოთ ამ თემაზე საუბარი,”- განაცხადა სოფიო კილაძემ.

პოსტი, რომელზეც დეპუტატი საუბრობს, Facebook-ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა საჯაროდ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, დეპუტატმა სოფიო კილაძემ დაადასტურა, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა, რის გამოც სამართალდამცავებს შემაკავებელი ორდერის გამოწერის მოთხოვნით მიმართა.

იტვირთბა....