ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ერთდროულად მართვა და ქველმოქმედება ერთმანეთს აზიანებს” – ეკა ბესილია

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით პოლიტიკა, ფული და ქველმოქმედება გამიჯნული უნდა იყოს.

მისი თქმით  ერთდროულად მართვა და ქველმოქმედება ერთმანეთს აზიანებს.

“ბიძინა ივანიშვილი იყო ნამდვილად დიდი ქველმოქმედი. წლების განმავლობაში არავინ იცოდა მის შესახებ, ფოტოც კი არ არსებობდა და იდენტიფიცირება არ ხდებოდა მისი გაკეთებული საქმეების. როგორც კი პოლიტიკაში შემოვიდა და სახელისუფლებო პარტიის ლიდერი გახდა, ნებისმიერი ასეთი ქველმოქმედება სულ რომ არ ისახავდეს მიზნად რაიმე სხვა ინტერესს, გარდა წმინდა ქველმოქმედებისა, მაინც გადაითარგმნება და გაგებული იქნება, როგორც პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების საშუალება. პოლიტიკაში როცა მმართველი პარტია ხარ, ჭარბი ძალაუფლება არის სახიფათო. ამიტომ ან უნდა გაერიდო პოლიტიკას და აკეთო ქველმოქმედება და მას ეს ძალიან კარგად გამოსდიოდა, მაგრამ ერთდროულად მართვა და ქველმოქმედება რაღაცნაირად ერთმანეთს აზიანებს და ამ პროცესს ვუყურებ გულისწყვეტით. უმჯობესია გამიჯნული იყოს პოლიტიკა, ფული და ქველმოქმედება,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

იტვირთბა....