ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სიდედრი ოჯახის წევრი არ არის” – უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი პასუხობს კითხვას იმის შესახებ, რომ მისი ოჯახის ერთერთ წევრს ქართული ოცნებისთვის აქვს თანხა შეწირული.

კითხვა ლაშა ქოჩიაშვილს ენმ-ის წევრმა თინა ბოკუჩავამ დაუსვა და ჩაეკითხა იზიარებდა თუ არა მისი ოჯახის წევრის პოლიტიკურ შეხედულებებს, რაზეც კანდიდატმა უპასუხა, რომ მისი ოჯახის წევრს ოცნებისთვის თანხა არ შეუწირავს, რადგან სიდედრი ოჯახის წევრი არ არის.

ქოჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე მომხდარი სიდედრთან დაკავშირებული ისტორიაც გაიხსენა:

“ერთერთ პროცესზე მოწმე იკითხებოდა და მან მხარესთან ნათესაური კავშირი არ მითხრა, არ მაქვს ნათესაური კავშირიო და შემდეგ აღმოჩნა, რომ სიდედრი ყოფილა მხარის. როცა მეორე მხარემ ჰკითხა რატომ დამალეო მან უპასუხა, მოსმაართლეები დედას აღარ თვლით ოჯახის წევრად და მე სიდედრი არატომ უნდა ჩავთვალოო” – განაცხადა ქოჩიაშვილმა.

 

იტვირთბა....