პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება, შესაძლოა, შეწყდეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ფაქტობრივად, დაასრულა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტება ვერ დაადგინა.
ინფორმირებული წყაროს ცნობით, საგამოძიებო უწყების შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიმდინარე თვის განმავლობაში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს, კლინიკაში გარდაიცვალა.