მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მე ვიყავი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი” – სოფო კილაძე

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ დეპუტატზე ქმარმა იძალადა და მასზე შემაკავებელი ორდერი გაიცა, დადასტურდა. ინფორმაცია “რუსთავი 2” გაავრცელა.

“კურიერის” ინფორმაციით დეპუტატი რომელზეც ფსიქოლოგიური ძალადობა განხორციელდა სოფო კილაძეა.

დეპუტატის ინფორმაციით, ყოფილმა ქმარმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბარი არ სურს. დეპუტატი ფიზიკურ ძალადობას არ ადასტურებს.

“დიახ, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვიყავი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი და მე ვარ მაგალითი, რომ ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის უფლებადამცველი, მათ შორის პარლამენტის წევრი, შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში. ამასთანავე, მე ვუფრთხილდები გარშემომყოფი ადამიანების ემოციურ მდგომარეობას, მათ ჯანმრთელობას, ჩემ არასრულწლოვან შვილს, მის საუკეთესო ინტრესს და აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მეტ დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. ფიზიკურ ძალადობას არ ვადასტურებ, არ ვიცი საიდან მოიტანეს ეს ინფორმაცია, თუ აქვთ ნანახი შემაკავებელი ორდერი, იქ იყო მხოლოდ ფსიქოლოგიური ძალადობა,” – განუცხადა სოფიო კილაძემ “კურიერს.”

იტვირთბა....