ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უახლოეს დღეებში ეკლესიის წინააღმდეგ კვლავ ატყდება ისტერია – ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებას ეკლესიის მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვება.

“მე გეტყვით, რომ უახლოეს დღეებში ეკლესიის წინააღმდეგ კვლავ ატყდება ისტერია იმის გამო, რომ ჩვენ ვიცით, რამდენიმე კინოთეატრში უნდა გავიდეს ფილმი, რომელიც გადაიღეს გეი წყვილის სიყვარულზე, რომელიც ქართული ფასეულობების, ქრისტიანული ფასეულობების კიდევ ერთი დაკნინების მცდელობაა.

და ამაზე ეკლესია გამოთქვამს დიდ პროტესტს, ეს გახდება მიზეზი ეკლესიაზე ახალი შეტევის. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ზოგადად, ეკლესიას სულ აქვს საბრძოლველი”, – ამბოს ჯაღმაიძე.

ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ , რომელიც ქვიარ თემატიკას ეხება, პირველი ჩვენება 8 ნოემბერს უნდა შედგეს. საპატრიარქოსთან ერთად მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა “ქართულმა მარშმაც“. მისი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ მაყურებლებს კინოთეატრებში შესვლის საშუალებას არ მისცემს და ჩვენებებს ჩაშლის.

იტვირთბა....