ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალციხის, სამლოცველოში მრევს ხატები დამტვრეული, სიწმინდეები კი ძირს დაყრილი დახვდა

ახალქალაქში, სოფელ ხულგუმოსთან ახლოს მდებარე სამლოცველო წელს უკვე მეორედ დაარბიეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მისულ მრევლს ხატები დაზიანებული დახვდათ, საეკლესიო ნივთები კი ძირს იყო დაყრილი.

სოფელ ხულგუმოსთან მდებარე სამლოცველო 2019 წლის აპრილში აკურთხეს. კურთხევიდან მალევე, ხულგუმოს მაცხოვრებლებმა ნახეს დარბეული სამლოცველო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ან სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით ისჯება.

ფოტო: “რუსთავი 2”

იტვირთბა....