ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი – მიზანშეწონილია, უმრავლესობამ ვიფიქროთ, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, რომელიც “ევროპული საქართველოს” რაციონალურობას შეისწავლის

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” მიერ პრეზიდენტის მიერ სკანდალური შეწყალებების საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას.

ოხანაშვილის შეფასებით, მიზანშეწონილია, უმრავლესობამ იფიქროს საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, რომელიც “ევროპული საქართველოს” რაციონალურობას შეისწავლის.

“მგონია, რომ ამასთან დაკავშირებით სერიოზულ კომენტარებს უნდა დავანებოთ თავი. ალბათ, მიზანშეწონილია, რომ უმრავლესობაში ვიფიქროთ, დავაინიციროთ პროექტი “ევროპული საქართველოს” რაციონალურობის შესწავლასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. მართლა ყოველგვარ ზღვარს სცდება და სერიოზულობით ჩვენ ვეღარ მოვეკიდებით. მგონია, რომ ეს ხალხი პარლამენტში არ გრძნობს თავს, უკვე გასცდნენ სერიოზულობის ფარგლებს და ერთადერთი რითიც მანიპულირებენ არის ის, რომ ისინი რაიმე ფორმით დღის წესრიგში იყვნენ. კანონშემოქმედებით საქმიანობაში, რაიმე რაციონალური იდეების შემოთავაზებაში არ არიან ჩართული. ერთადერთი, რაც მათ აფიქრებთ, ეს არის მათ ირგვლივ დღის წესრიგის შექმნა – მათ შესახებ კითხვები დაისვას, პასუხები გაეცეს და ამით აქტუალობა შეინარჩუნონ. ხვდებიან, რომ ნულს ქვემოთ რეიტინგი აქვთ,”- განაცხადა ოხანაშვილმა.

 

 

იტვირთბა....