„აი, დღეს მაგალითად გამიჩნდა ინიციატივა, რომ სინოდის სხდომები იყოს ღია, პირდაპირი ჩართვის რეჟიმში რომ წარიმართოს იგი, რამეთუ მოვისმინე უპასუხისმგებლო და სამარცხვინო კომენტარები, ფაქტობრივად, სიცრუის ტირაჟირება სინოდის წევრების მხრიდან და მიმაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალია ამ კუთხით, რომ საზოგადოება ასე დაბნეული არ იყოს და მღვდელმთავრებს, როგორც ცრუპენტელა ადამიანებს არ აღიქვამდნენ. რამდენიმე წლის წინ მქონდა ეს ინიციატივა, მაგრამ პატრიარქის მხრიდან ძალიან მძიმე რეაქცია იყო. ვთქვი, რომ ამის პრაქტიკა ყოფილა – კრეტის კრება, რომელიც ჩატარდა 2016 წელს მსოფლიო პატრიარქის ხელმძღვანელობით, ყოფილა პირდაპირ რეჟიმში გაშუქებული, რაც ძალიან სწორად მიმაჩნია. ეკლესიამ უნდა აჩვენოს გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი, რაც ერთადერთი გამოსავალია მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის. ყველაფერი რაც დახურულია, ყველაფერი ფუჭდება და ლპება”.
მეუფე პეტრე