„მე დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება. მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან. გაუფრთხილდით სამშობლოსა და ეკლესიას. ამაშია ძალა ქართველი ერისა. გეძლევათ ლოცვა – კურთხევა, რომ დღეს სახარებიდან წაიკითხოთ ერთი თავი, მთელს საქართველოში ეს მოგცემთ თქვენ მადლსა და წყალობას. დალოცვილნი იყავით. მადლობელი ვარ თანადგომისთვის. თანადგომა გამოიჩინეს სხვა რელიგიების წარმომადგენლებმაც, მუსულმანებმა და სხვებმა. გაიხარეთ, ჩვენთან არს ღმერთი“.
ილია მეორე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი