ახალი ამბები მთავარი სამართალი

სოფელ მიზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრაში ბრალდებულის თანასოფლელები მისი გათავისუფლების მითხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

სოფელ მიზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრაში ბრალდებულის თანასოფლელები ხელმოწერებს აგროვებენ და 56 წლის ბრალდებულის გათავისუფლება ითხოვენ.

მათი თქმით, დაკავებულა დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა და მას ნანობს.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ, ქვემო ბოდბეში, რწმუნებულის შვილი 31 წლის კობა თარაშვილი დაჭრეს.

პოლიციამ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი მალევე დააკავა და ყვარლის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება 117 მუხლით მიმდინარეობს,რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....