ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვმნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნდება ცივი და ნალექიანი ამინდი.

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია წვიმა და მაღალმთაში თოვლი.

“2 ნოემბერს საქართველოში ნარჩუნდება ცივი და ნალექიანი ამინდი: წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს”. – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

იტვირთბა....