თბილისში, დიდ დიღომში 3 დღის წინ დაკარგული ძაღლები მოკლული იპოვეს.
მოკლული ძაღლები ოჯახს ქუჩიდან ჰყავდა შეფარებული.
“ჩემმა ოჯახმა წლებია ეს ძაღლები მიიკედლა უვლიდნენ, აჭმევდნენ, ასმევდნენ, აცრებს უკეთებდნენ და ვიღაც არაადამიანმა, ვიღაც არაკაცმა, ვიღაც ნაბიჭვარი თავის მიზანს ამოწმებდა, დაცხრილა უპატრონო ძაღლები, მიკედლებული ძაღლები.
…( არ შერჩება ეს დამნაშავეს )) სანამ ასეთი ხალხი იქნება ჩვენ ირგვლივ წინ ვერ წავალთ ვერასდროს!”.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია.
ჩემმა ოჯახმა წლებია ეს ძაღლები მიიკედლა უვლიდნენ, აჭმევდნენ, ასმევდნენ, აცრებს უკეთებდნენ და ვიღაც არაადამიანმა, ვიღაც…
Gepostet von Gocha Gelashvili am Donnerstag, 31. Oktober 2019